Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა


პრაღაში 10 სხვა სპორტსმენთან ერთად საქართველოს სახელით იჭიდავებს ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი.

19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქი ძიუდოში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში ევროპის 40 ქვეყნის 345 ძიუდოისტი ჩაერთვება. ევროგანაცხადშია საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ტატამზე თერთმეტი სპორტსმენით გავა. მამაკაცთა გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ევროპირველობის მონაწილე ქვეყნებისთვის დაწესებული კვოტა სრულად გამოიყენა და შემადგენლობაში ცხრა ძიუდოისტი შეიყვანა. ქალებში კი საქართველოს მხოლოდ ორი წარმომადგენელი ეყოლება. ევროკონკურენციაში ჩაებმება ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც ახლახან, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი კორონავირუსის გამო გამოტოვა.

ევროპის სამდღიანი ჩემპიონატის პირველ დღეს, საპრიზო სამეულები კაცებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება, ხოლო ქალებში 48, 52 და 57 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ევროპის ჩემპიონი (2013) ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) და ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და ევროპის ჩემპიონი კადეტებსა და 23-წლამდელთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

20 ნოემბერს ჩაებმებიან საქმეში ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე 81 კგ). 21 ნოემბერს - ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG