Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში ესტონეთს ვერ მოუგო


საქართველოს ნაკრებმა შვიდი ქულა მოაგროვა.
საქართველოს ნაკრებმა შვიდი ქულა მოაგროვა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ტურნირი უგოლო ფრით დაასრულა. „დინამოარენაზე“, C დივიზიონის ბოლო ტურის მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფის აუტსაიდერ ესტონეთის ნაკრებს ვერ აჯობეს.

საქართველოს ნაკრებს რამაზ სვანაძემ უხელმძღვანელა, რომელიც სლოვაკი ვლადიმირ ვაისის გადადგომის შემდეგ, 16 ნოემბერს დასახელდა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად.

ერთა ლიგის B დივიზიონის საგზური სომხეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც დღესვე გამართულ თამაშში ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა მინიმალური ანგარიშით. სომხებმა ჯგუფური ტურნირი თერთმეტი ქულით ჩაამთავრეს, ჩრდილომაკედონიელებმა ცხრა ქულით მეორე ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრებმა კი შვიდი ქულა მოაგროვა და მხოლოდ სამქულიან ესტონეთს გაუსწრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG