Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში წაულები დახოცეს ფერმებში, სადაც ცხოველებს მუტირებული კორონავირუსი აღმოაჩნდათ


წაულების ფერმა კოპენჰაგენის მახლობლად.
წაულების ფერმა კოპენჰაგენის მახლობლად.

დანიაში ყველა წაულა დახოცეს ფერმებში, სადაც ცხოველებს მუტირებული კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ამის შესახებ იუწყება დანიის ვეტერინარიისა და საკვები პროდუქტების სამმართველო.

წაულები გაჟლიტეს 284 ფერმაში. დახოცილი ცხოველების რაოდენობა არ დაუზუსტებიათ. ინფექციაზე ეჭვი აქვთ კიდევ 25 ფერმაში. მთლიანობაში ქვეყანაში მოქმედებს ათასზე მეტი მეურნეობა, სადაც 17 მილიონ წაულას ზრდიან.

მანამდე დანიის მთავრობა და ოპოზიცია პარლამენტში შეთანხმდნენ წაულების განადგურების იურიდიულ საფუძველზე. შეთანხმების თანახმად, განადგურდება ყველა წაულა, მათ შორის ისინიც, რომლებზეც ჯერ არ ვრცელდება მეცხოველეობის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. გარდა ამისა, 2021 წლის 31 დეკემბრამდე იკრძალება წაულების ყოლა.

წაულებთან დაკავშირებული ვითარების გამო გადადგა დანიის სოფლის მეურნეობის მინისტრი მოგენს იენსენი. მისი თქმით, მან შეცდომა დაუშვა, როცა ცხოველების განადგურების მოწოდებით გამოვიდა, სანამ ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერას მიიღებდა.

წაულების პატრონებს აუნაზღაურდებათ დახოცილი ცხოველების ღირებულება და საოპერაციო ხარჯები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG