Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 853-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3 697 შემთხვევა. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით, 254-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 93 092 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2409-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 73 877.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში:

1 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28;

2 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7;

3 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1943. გარდაცვლილი 20;

4 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2295. გარდაცვლილი 19;

5 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2401. გარდაცვლილი 20;

6 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2775. გარდაცვლილი 22;

7 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2859. გარდაცვლილი 18;

8 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2901. გარდაცვლილი 34;

9 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2927. გარდაცვლილი 24;

10 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2970. გარდაცვლილი 22;

11 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2911. გარდაცვლილი 45;

12 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3120. გარდაცვლილი 33;

13 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3473. გარდაცვლილი 37;

14ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3504. გარდაცვლილი 33;

15 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3020. გარდაცვლილი 34;

16 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3157. გარდაცვლილი 30;

17 ნოემბერი - ახალი შეთხვევა 3117. გარდაცვლილი 45;

18 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3443. გარდაცვლილი 37;

19 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3697. გარდაცვლილი 38.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG