Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირი ყარაბაღის საკითხში სრულად უჭერს მხარს ეუთოს მინსკის ჯგუფის საერთაშორისო ფორმატს


ევროკავშირი მიესალმება მთიან ყარაბაღში და მის გარშემო ცეცხლის შეწყვეტას რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ.

ევროკაშირის საგარო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეპ ბორელის ოფისის მიერ, ევროკავშირის სახელით, გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს კვლავაც მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი მსხვერპლი.

ევროკავშირი მოუწოდებს რეგიონში ყველა მოთამაშეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისა და განცხადებისგან, რასაც საფრთხე შეუძლია შეუქმნას ცეცხლის შეწყვეტას.

ევროკავშირი გამოდის ასევე მოწოდებით, დაუყოვნებლივ და მთლიანად დატოვოს რეგიონი ყველა უცხოელმა მებრძოლმა.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულებას და განსაკუთრებით, მეთვალყურეობის მექანიზმს.

ევროკავშირი თვლის, რომ საბრძოლო მოქმედების შეჩერება მხოლოდ პირველი ნაბიჯია მთიანი ყარაბაღის ძველი კონფლიქტის დასრულების გზაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საჭიროა განახლდეს ძალისხმევა კონფლიქტის შეთანხმებული, ფართო და მტკიცე მოგვარებისთვის, რეგიონის სტატუსის ჩათვლით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს ეუთოს მინსკის ჯგუფის საერთაშორისო ფორმატს ამ მიზნის მისაღწევად.

ევროკავშირის მზადყოფნას აცხადებს, შეიტანოს ეფექტიანი წვლილი კონფლიქტის მოგვარებაში და სადაც შესაძლებელი იქნება, სტაბილურობისთვის, კონფლიქტის შემდგომი პერიოდის აღდგენისა და ნდობის გამტკიცების ზომების ხელშეწყობით,

ევროკავშირი შეგვახსენებს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ძალის, კერძოდ კასეტული ბომბებისა და ცეცხლგამჩენი იარაღის, როგორც დავის მოგვარების საშუალების გამოყენებისა.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ მხარეებმა უნდა დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და მოუწოდებს მათ, შეასრულონ სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გადაცემის შეთანხმების პირობები, რომელიც მიღწეული იყო 30 დეკემბერს ჟენევაში, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეხვედრისას.

ევროკავშირის თანახმად, აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნეს პირობების შექმნა მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო მოსახლეობის ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეული და მდგრადი დაბრუნებისთვის.

ევროკავშირს განცხადებაში აღნიშნულია მთიან ყარაბაღში და მის გარშემო კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის მოვლის და აღდგენის აუცილებლობა.

ომის ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შესაძლოა, ჩადენილ იქნა, უნდა გამოიძიონ.

ევროკავშირმა და მისმა წევრებმა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს სამოქალაქო მოსახლეობას, რომელიც დაზარალდა კონფლიქტს დროს და მზად არის კვლავაც დაეხმაროს მას, წერია ევროკავშირის 19 ნოემბრის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG