Accessibility links

პომპეო პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა დასახლებას ესტუმრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო უშიშროების ბრიფინგის შემდეგ გამოსვლისას ბენტალის მთაზე, ისრაელის კონტროლქვეშ მყოფ გოლანის მაღლობებზე, ისრაელის და სირიის საზღვართან, 2020 წლის 19 ნოემბერს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ისრაელში თავისი ვიზიტის ფარგლებში ეწვია ებრაელთა დასახლებას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მოგვიანებით კი - გოლანის მაღლობებს. ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც სტუმრობდა ებრაელთა დასახლებას, რომელიც არ წარმოადგენს ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიას და რაზეც პალესტინელები გამოთქვამენ პრეტენზიას.

პომპეო ეწვია ღვინის საწარმო პსაგოტს, ამავე დასახელების ებრაული დასახლების მახლობლად. ეს საწარმო უშვებს ღვინოს სახელწოდებით „პომპეო“, სახელმწიფო მდივნის პატივსაცემად.

პალესტინელებმა საპროტესტო აქცია გამართეს ვიზიტის წინააღმდეგ. პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენელმა ვიზიტს უწოდა „საშიში პრეცედენტი“.

პომპეო მოგვიანებით გაფრინდა გოლანის მაღლობებზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ არეალს დღემდე ასევე არ სწვევია. გოლანის მაღლობები სტრატეგიული არეალია, რომელიც გადაჰყურებს ისრაელს, სირიას, ლიბანს და იორდანიას.

ეს ვიზიტი მკვეთრი შემობრუნებაა აშშ-ის ადრინდელი პოლიტიკისგან, რომლის თანახმად, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები არ ჩადიოდნენ ამ დასახლებეში, რომლებსაც პალენტინელები მათი სიცოცხლისუნარიანი სამომავლო სახელმწიფოსთვის ხელისშემშლად თვლიან.

დასახლებებში სტუმრობის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ებრალეთა დასახლებებში წარმოებული პროდუქტზე შეიძლება წააწერონ, "დამზადებულია იარაელში", რაც ასევე ეწინააღმდეგება ხაგძლივ პოლიტიკას.

გოლანის მაღლობები, რომელსაც სირია აკონტროლებდა, ისრაელმა 1967 წლის ომის შედეგად დაიკავა და 1981 წელს საკუთარ ტერგიტორიად გამოაცხადა. მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილი არ აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს ამ მიწებზე. აშშ-მა ახლახან ცნო ისრაელის უფლება ამ ტერიტორიაზე.

გოლანის მაღლობებზე სტუმრობის თაობაზე, მაიკ პომპეომ განაცხადა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეტანიაჰუსთან ერთად გამართა. პომპეომ განაცხადა, რომ ის ანტისემიტიზმად მიიჩნევს ისრაელისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას პალესტინელების მიმართ მისი პოლიტიკის გამო.

ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საელჩო ისრაელში იერუსალიმში გადაიტანა და განაცხადა, რომ არ თვლის ებრაელთა დასახლებების მშენებლობას იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საერთაშორისო სამართლის დარღვევად. ამ პოზიციას არ იზიარებს აშშ-ის ბევრი მოკავშირე, კერძოდ, ევროკავშირი. ბოლო თვეებში ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა რამდენიმე არაბულ ქვეყანას, გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და სუდანსა და ისრაელს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG