Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 ნოემბრისთვის დაგეგმილი შეხვედრა არ ჩატარდება. შეხვედრის გადადების მიზეზად კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება სახელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ თარიღზე, რომელიც სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისი იქნება.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ბოლო, 97-ე შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა. ამ შეხვედრაზე უკანონო „ბორდერიზაციის" და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა.

ზაზა გახელაძე ოთხ თვეზე მეტია ცხინვალის ციხეში იმყოფება. საქართველოს ხელისუფლება მის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. ერგნეთის მორიგ შეხვედრაზე ამ საკითხის განხილივა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უცნობია, როდის ჩატარდება მომდევნო შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG