Accessibility links

logo-print logo-print

ავსტრალიის ელიტურ ჯარებს ავღანეთში 39 ავღანელის „უკანონო მოკვლა“ ბრალდებათ


ავსტრალიის თავდაცვის ჯარების მეთაური, გენერალი აგნუს კემპბელი

ოთხწლიანი გამოძიების შედეგად გამოვლინდა „ღრმად შემაშფოთებელი“ ბრალდება, რომ ავსტრალიის ელიტურმა ჯარებმა მოკლეს 39 ავღანელი სამხედრო ტყვე ავღანეთში მისიის დროს თალიბანთან აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ბრძოლისას.

ავსტრალიის თავდაცვის ჯარების მეთაურის, გენერალ აგნუს კემპბელის თქმით, სამარცხვინო ანგარიში წარმოადგენს გამოძიების შედეგს, რომელიც გამოქვეყნდა 19 ნოემბერს და ავლენს „სამხედრო ქცევის და პროფესიული ფასეულობების ყველაზე სერიოზულ დარღვევას“.

გამოძიებამ გამოავლინა ბრალდებები ავღანეთში, 2005-2016 წლებში დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ. გამოძიება ჩაატარა პოლ ბრერეტონმა, მოსამართლემ, რომელმაც დაკითხა 400-მდე მოწმე და შეისწავლა მასალების ათასობით გვერდი. ბრერეტონის თანახმად, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია 23 შემთხვევაში 39 ადამიანის უკანონო მკვლელობის შესახებ „ავსტრალიის სპეცდანიშნულების რაზმის პერსონალის, ძირითადად საგანგებო საჰაერო სამსახურის (SAS) 25 სამხედროს მიერ“, თქვა კემპბელმა. ანგარიშის ავტორების რეკომენდაციით, პოლიციამ უნდა გამოიძიოს 19 ჯარისკაცის საქმე შესაძლო სხვადასხვა, მათ შორის, მკვლელობის ბრალდებით.

კემპბელმა თქვა, რომ პირდაპირ ესაუბრა თავის ავღანელ სამხედრო კოლეგას, რათა თავისი აზრი გამოეთქვა, სინანული გამოახატა და ბოდიში მოეხადა ავღანელი ხალხის წინაშე ავსტრალიელი ჯარისკაცებს ნებისმიერი ქმედებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG