Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, შეკვეცოს თანამშრომლობა ბელარუსთან


ევროპის კომისია რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირს, შეკვეცოს თანამშრომლობა ბელარუსთან, სხვათა შორის, ვაჭრობასა და უშიშროების სფეროში, მაგრამ, ამავე დროს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს კიდეც სამოქალაქო საზოგადოებისთვის და გარემოს დაცვის სფეროში მხარდაჭერა.

კომისიამ ყველა წევრს, 27 ქვეყანას, ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობის შესახებ გაუგზავნა მიმოხილვა, რომლის ტექსტის ასლი იხილა რადიო თავისუფლებამ 19 ნოემბერს. მოელიან რომ მიმოხილვას მინისტრები დაამტკიცებენ, როცა 7 დეკემბერს შეიკრიბებიან.

ამ დროს ურთიერთობა ბელარუსსა და დასავლეთს შორის კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების სასტიკის ჩახშობის გამო გაუარესებულია. ბელარუსის ქალაქებში არ წყდება დემონსტრაციები ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების მოთხოვნით. აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 26 წელიწადი მართავს ყოფილ საბჭოთა ქვეყანას. ხელისუფლება სასტიკად ახშობს დემონსტრაციებს, რომელთა დროს რამდენიმე პირი დაიღუპა, დაკავებულია ათასობით ადამიანი. დასავლეთი, ასევე ოპოზიცია, რომლის ნაწილი უცხოეთში წავიდა რეპრესიებისთვის თავის არიდების მიზნით, არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

ევროკავშირმა 19 ნოემბერს ბელარუსს სანქციები გაუფართოვა საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG