Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ახალ ტაქტიკას ირჩევს მიჩიგანში ბაიდენის გამარჯვების საწინააღმდეგოდ


მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სასამართლო პროცესები წააგო, რადგან ვერ დადასტურდა კენჭისყრის დროს ფართოდ გავრცელებული დარღვევები, ახლა მან უპრეცედენტო გზას მიმართა და ცდილობს საარჩევნო კოლეგიის მუშაობას შეუშალოს ხელი.

მოელიან, რომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები არ შეიცვლება ამ ხერხითაც, რადგან დემოკრატმა ჯო ბაიდენმა საჭირო 270-ზე ბევრად მეტი ხმა მოიპოვა კოლეგიაში.

პრეზიდენტის და მისი მომხრე რესპუბლიკელების დაუსაბუთებელი განცხადებები არჩევნების გაყალბების თაობაზე და სისტემაზე თავდასხმები, ძირს უთხრის ამერიკელების ნდობას საარჩევნო პროცესის და თვით დემოკრატიის მიმართ.

ტრამპის ახალი სტრატეგიით, მას სურს, გადაიდოს შტატებში ხმების დამტკიცების პროცესი და დაარწმუნოს შტატის რესპუბლიკელი კანონმდებლები, ჩაერიონ ამ პროცესში მისი სახელით შტატებში, რომლებიც მოიგო ბაიდენმა, აქცენტით მიჩიგანსა და პენსილვანიაზე.

ბაიდენმა 19 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ტრამპის დამოუკიდებულებას მოხელეებისადმი უწოდა აღმაშფოთებელი და დასძინა, რომ ეს არის ბოლო დასტური იმისა, რომ ტრამპი „ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში“. „რესპუბლიკელების უმეტესობა, ვისაც ვესაუბრე, მათ შორის გუბერნატორები, თვლიან, რომ ეს გამომფიტავია. ეს არის საშინელი გზავნილი იმაზე, თუ რა ვართ, როგორც ქვეყანა“, თქვა ბაიდენმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG