Accessibility links

მინსკში ათასობით ადამიანი მივიდა რამან ბანდარენკას სამგლოვიარო ცერემონიაზე


მინსკში ათასობით ადამიანი მივიდა რამან ბანდარენკას გამოსათხოვარ ცერემონიაზე. ბანდარენკა გასულ კვირაში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სასტიკად სცემეს. მის ცემაში ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეები ბრალს სდებენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მინსკში ეკლესიასთან, რომელშიც გაიმართა ბანდარენკას პანაშვიდი, ხუთი ათასამდე ადამიანი მივიდა.

31 წლის მინსკელი რამან ბანდარენკა 11 ნოემბერს ღამით კონფლიქტში შევიდა ნიღბიანი პირების ჯგუფთან, რომლებიც ეზოში ცდილობდნენ გაენადგურებინათ საპროტესტო სიმბოლიკა. ის გააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს მანქანით. ამის შემდეგ ის აღმოჩნდა შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში, საიდანაც საავადმყოფოში წაიყვანეს თავის ქალისა და თავის ტვინის ტრავმით. მომდევნო დღეს ბანდარენკა გარდაიცვალა.

ბანდარენკას გარდაცვალების საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე ჯერაც არ აღძრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG