მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სიში“ შეჭრილმა თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევლის ანგარიშის „ფეისბუკ“-LIVE-ის გამოყენებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა.
ვიდეოში, რომელიც 06:05 წუთი გრძელდება, ის ძირითადად სოციალური ხასიათის საკითხების გადაჭრას მოითხოვს და არა კონკრეტული თანხის გადაცემას.
თავდამსხმელი ოფისში ნიღბის გარეშე იმყოფება და მას, სავარაუდოდ, ხელყუმბარა უჭირავს. თავდასხმის შესახებ დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის გახდა ცნობილი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისში შეჭრილ შეიარაღებულ კაცს ცხრა მძევალი ჰყავს აყვანილი.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.
დაწერეთ კომენტარი