Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში პოლიციამ დააკავა საპროტესტო გამოსვლების მინიმუმ 25 მონაწილე


პარასკევს ერევანში პოლიციამ დააკავა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო გამოსვლების მინიმუმ 25 მონაწილე.

აქციის მონაწილეები საკუთარი ავტომანქანებით ხერგავდნენ ცენტრალური ქუჩების საავტომობილო ნაწილს.

გამოსვლების მონაწილეები აცხადებენ, რომ ამგვარად გამოხატავენ პროტესტს ფაშინიანის მიერ აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებთან ერთად ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების წინააღმდეგ, რომელიც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ეხებოდა.

საპროტესტო აქციები იმართება სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიშიც.

ხუთშაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის, საგანგებო ვითარებათა და შრომის მინისტრის თანამდებობა დაიკავა ფაშინიანის მთავარმა სამხედრო მრჩეველმა ვაღარშაკ არუთიუნიანმა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფაშინიანმა არუთიუნიანს გენერალ-ლეიტენანტის წოდება აღუდგინა.

ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისის ფონზე სომხეთში ერთდროულად რამდენიმე მინისტრი გადადგა. თავად ფაშინიანმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 18 ნოემბერს მან გამოაქვეყნა რეფორმების გეგმა, რომლის თაობაზე ნახევარი წლის შემდეგ აპირებს ანგარიშის წარმოდგენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG