Accessibility links

მთიან ყარაბაღში დასრულდა რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება


მთიან ყარაბაღში დასრულდა რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება.

ამის შესახებ 20 ნოემბერს განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. მისი სიტყვებით, კონფლიქტის რაიონში გადასროლილი არიან მე-15 მოტომსროლელთა ბრიგადის ქვედანაყოფები. ისინი სამშვიდობო კონტინგენტის ბირთვს ქმნიან. „მთლიანობაში შესრულდა 250 ავიარეისი, გადაყვანილია 1960 ადამიანი და 552 ერთეული ტექნიკა,“ დააზუსტა შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თათბირზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთლიანად განნაღმულია ლაჩინის დერეფანი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს და სადაც ახლა რუსეთის სამხედროები პატრულირებენ.

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურმა რუსტამ მურადოვმა თავის მხრივ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და პროვოკაციები არ შეინიშნება.

ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების გაგზავნას ითვალისწინებს ერთობლივი სამმხრივი განცხადება, რომელსაც 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებმა. ამ შეთანხმებით დასრულდა მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლებული საბრძოლო მოქმედებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG