Accessibility links

site logo site logo

მაშინ, როცა COVID-19-ის ვაქცინის პერსპექტივა იმედებს აჩენს, პანდემია მრავალ ქვეყანაში მწვავდება


ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი Pfizer-ი და მისი გერმანელი პარტნიორი კომპანია BioNTech-ი შეეცდებიან, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაამტკიცოს მათ მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა.

როგორც მოსალოდნელია, უახლოეს კვირებში კიდევ ერთი ამერიკული ბიოტექნოლოგიური ფირმა, Moderna შეიტანს სასწრაფო დამტკიცებაზე განაცხადს თავისი ვაქცინისთვის. მიმდინარე კვირაში ამ კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ მათი ვაქცინების ეფექტიანობა 95%-ს აღწევს.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ Moderna-სა და Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინები ევროპის სამედიცინო სააგენტომ (EMA) შეიძლება მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცოს.

AstraZenecaსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პოტენციურმა ვაქცინამ მყარი იმუნური რეაქცია აჩვენა ხანდაზმულებში.

მართალია, პერსპექტიული ვაქცინები იმედს ბადებს, მაგრამ მათი ფართო მასშტაბით ხელმისაწვდომობა არაუადრეს აპრილამდე ვერ იქნება შესაძლებელი.

ვაქცინების პირველი პარტია, რომელიც დეკემბერში ან მომავალი წლის დამდეგს გახდება ხელმისაწვდომი, განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის მუშაკებისა და სხვა ჯგუფებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველები არიან კორონავირუსის პანდემიისგან.

ამასობაში ვირუსი განაგრძობს გავრცელებას. აშშ-ში ზრდა სწრაფად უახლოვდება დღეში 200 ათასი დადასტურებული შემთხვევის ნიშნულს. ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, თავშეკავებით მოიქცნენ მომავალი კვირის სადღესასწაულო დღეებში.

ევროპაში შეინიშნება, რომ ამკრძალავ ზომებს შედეგი მოაქვს პანდემიის მეორე ტალღის შესუსტების საქმეში.

მექსიკაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. ის აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ქვეყანაა, სადაც სიკვდილიანობამ ამ რაოდენობას მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG