Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო: დავადასტურე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა  საქართველოსა და ისრაელის მიმართ


მაიკ პომპეო მეუღლესთან ერთად.
მაიკ პომპეო მეუღლესთან ერთად.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო „ტვიტერზე“ წერს, რომ თბილისსა და იერუსალიმში ვიზიტისას დააფიქსირა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ:

„სასიამოვნო იყო ამ კვირაში თბილისსა და იერუსალიმში სტუმრობა პროდუქტიული ვიზიტით და ჩვენი მოკავშირეების, საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება“, – აცხადებს მაიკ პომპეო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს იმყოფებოდა. იგი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. მაიკ პომპეომ შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც სახელმწიფო მდივანს ესაუბრნენ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და არაფორმალურ მმართველობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG