Accessibility links

site logo site logo

ამომრჩევლის აქტივობა 12 საათის მონაცემებით 8,29%-ია


12 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, 8,29 %-ია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის თანახმად, რაოდენობრივად ეს მონაცემი 177 462 ამომრჩეველს შეადგენს.

ამასთან, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში. აქ ამომრჩევლის აქტივობამ 11, 4 % შეადგინა. ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში გამოვლინდა და 6,2 %-ია.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, ქუთაისში ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს თავისი არჩევანის გაკეთების საშუალება 20 საათამდე ექნება.

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. პარლამენტში შესვლაზე ისინი უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG