Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი მაკედონია, მონტენეგრო და უკრაინა შეუერთდნენ ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს


ევროპის შვიდი ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, შეუერთდა ევროკავშირის მიერ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს, რომლებიც პასუხი იყო რეპრესიებზე პროდემოკრატიული აქციების მიმართ. აქციები მოჰყვა აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჯოზეპ ბორელი 20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ შვიდი ქვეყანა მოიცავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ალბანეთს, ისევე, როგორც ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიას და უკრაინას.

ბელარუსში თითქმის ყოველდღიური აქციები იმართება 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლითაც გამარჯვება ქვეყნის ვეტერან ავტორიტარ ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკას მიეკუთვნა. დემონსტრანტები ლუკაშენკას გადადგომას ითხოვენ, ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, არჩევნებს არ აღიარებს დასავლეთი.

დემონსტრაციებზე ზეწოლის შედეგად დაიღუპა რამდენიმე დემონსტრანტი, დააპატიმრეს ათასობით მოქალაქე, ვრცელდება ცნობები მათი წამების შესახებ, მზარდი რეპრესიების ფონზე. ქვეყნის ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა დააპატიმრეს, ან აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინათ, დაპატიმრებულია ათობით ჟურნალისტი, მათ შორის ისინი, ვინც თანამშრომლობდნენ რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან.

ევროკავშირმა სავიზო აკრძალვა და ქონების გაყინვის ზომა დაუწესა ლუკაშენკას და კიდევ 50-ზე მეტ მაღალჩინოსანს, მათი როლის გამო დემონსტრაციებზე ზეწოლაში და არჩევნების გაყალბებაში. ბორელმა 19 ნოემბერს აღნიშნა, რომ უწინდელმა ზომებმა ვერ შეაჩერა რეპრესიები ბელარუსში და ევროკავშირის მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების გაფართოებაზე, რომლებიც შეეხება "ინსტიტუტებს, მეწარმეებს და ფირმებს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG