Accessibility links

ამომრჩეველთა აქტივობამ 15 საათის მონაცემებით 16,47% შეადგინა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 15 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა 352 456-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 16,47 პროცენტს შეადგენს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ეს მაჩვენებელი 25,3 პროცენტი იყო.

რეგიონების მიხედვით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 15 საათისთვის კახეთში დაფიქსირდა და 21 % შეადგინა. დაბალი აქტივობით გამოირჩევა თბილისი, სადაც 15 საათამდე ხმა ამომრჩეველთა მხოლოდ 13,9 %-მა მისცა. მათგან ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში ყველაზე დაბალი აქტივობა, 12,6% დაფიქსირდა.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, ქუთაისში ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. პარლამენტში შესვლაზე ისინი უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG