Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაიცვალა მღვდელ-მონაზონი შიო


კორონავირუსით გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი). ინფორმაციას ამის შესახებ „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს. მღვდელ-მონაზონი შიოს გარდაცვალების ფაქტზე, თავის მხრივ, მედიასთან განმარტება გააკეთა ასევე ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის დეკანოზმა ივანე რევიშვილმა. მისი თქმით, მღვდელ-მონაზონ შიოს თანმდევი დაავადებები, დიაბეტი და ასთმა ჰქონდა.

გუშინ, 20 ნოემბერს, კორონავირუსისგან გარდაიცვალა ასევე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი). საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეპისკოპოსს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG