Accessibility links

site logo site logo

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ჟონეთში მორიგი აქცია გაიმართება


22 ნოემბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე თითქმის თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათი ნაწილი ყოვედღე რჩება ჟონეთის ხიდთან, სადაც აქციის დაწყების პირველი დღეებიდანვე კარვებია გაშლილი.

„ოცდამერვე ღამე კარვებით! მოვითხოვთ დატოვოს რიონის ხეობა კომპანია ენკამ“ - წერენ ისინი ფეისბუკგვერდზე "რიონის ხეობის გადარჩენისათვის".

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნა უცვლელია - ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ შეჩერდეს ხეობაში მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG