Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფედერალურმა მოსამართლემ უარყო ტრამპის სარჩელი პენსილვანიაში ხმების გაუქმებაზე


ფედერალურმა მოსამართლემ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის სარჩელი, რომელიც ითხოვდა პენსილვანიაში ფოსტით გაგზავნილი მილიონობით ბიულეტენის სერტიფიცირების გაუქმებას.

21 ნოემბერს მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ბოლო დარტყმაა ტრამპის ძალისხმევაზე, არჩევნების შედეგები შეიცვალოს სარჩელებით და სხვა უპრეცედენტო მანევრებით.

მოსამართლე მეთიუ ბრანი თავის გადაწყვეტილებაში წერს, რომ ტრამპის კამპანია იყენებს „ნაძალადევ იურიდიულ არგუმენტაციას, ღირებულების გარეშე, და სპეკულაციურ ბრალდებებს... რომლებიც არ არის გამყარებული მტკიცებულებებით“. მოსამართლე განაგრძობს: „ამერიკის შეერთებულ შტატებში ამან არ შეიძლება გაამართლოს ხმის წართმევა ერთი ამომრჩევლისთვის, მით უფრო, ყველა ამომრჩევლისთვის მოსახლეობის რაოდენობის სიდიდით მეექვსე შტატში. ... ჩვენი ხალხი, კანონები და ინსტიტუტები მეტს მოითხოვს“.

პენსილვანიის ოფიციალურ პირებს ახლა შეუძლიათ სერტიფიცირება გაუკეთონ არჩევნების შედეგს, რომლის თანახმადაც, დემოკრატი ჯო ბაიდენი ამ შტატში 80,000 ხმაზე მეტით იმარჯვებს.

ბაიდენმა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა საარჩევნო კოლეგიაში დიდი უპირატესობის, 306 ხმის ტრამპის 232-ის წინააღმდეგ მოპოვებით. მან შედეგისთვის მნიშვნელოვან შტატებში მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის - პენსილვანიის შტატში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG