Accessibility links

პუტინი აცხადებს, რომ ფარული მოტივი არ ჰქონია, როცა ბაიდენს გამარჯვება არ მიულოცა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ფარული მოტივი არ ჰქონია მის გადაწყვეტილებას, ჯო ბაიდენისთვის არ მიელოცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნავს, რომ კრემლი უბრალოდ "შიდაპოლიტიკური ჩიხის დასრულებას" ელოდა.

პუტინის ეს სიტყვები, რომლებიც მან 22 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში თქვა, ირეკლავს კრემლის მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებს იმ კითხვების პასუხად, თუ რატომ არ ულოცავდა პუტინი ბაიდენს, მაშინ როცა ევროპის და მსოფლიოს ლიდერები ამას აკეთებდნენ. აშშ-ის წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ლიდერი, რომელმაც დონალდ ტრამპს მიულოცა - მისი განცხადების გავრცელებას 12 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა მას შემდეგ, რაც ტრამპის ოპონენტმა, ჰილარი კლინტონმა, არჩევნებში დამარცხება აღიარა.

ბაიდენი აშშ-ის არჩევნების არაოფიციალურ გამარჯვებულად არის გამოცხადებული, ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობასა და საარჩევნო კოლეგიაში მოპოვებულ ხმებზე დაყრდნობით. საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება და გამარჯვებულს ოფიციალურად გამოაცხადებს, როგორც ამას აშშ-ის კონსტიტუცია ითვალისწინებს. ინაუგურაციის ცერემონია 21 იანვარს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG