Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში კიდევ 370-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს


ბელარუსში დაკავებულია კვირას გამართული საპროტესტო აქციების სულ მცირე 374 მონაწილე, უმეტესობა მინსკში. დაკავებულთა სახელებს და გვარებს უფლებადამცველი ცენტრი „Вясна“ აქვეყნებს.

22 ნოემბერს მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში გაიმართა მორიგი აქცია ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ. ორგანიზატორებმა აქციას უწოდეს „მარში ფაშიზმის წინააღმდეგ“.

სპეცრაზმელებმა დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყენეს სპეცსაშუალებები. ბელარუსის შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები „უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, მილიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდნენ, გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ და ტრანსპორტის მოძრაობას ბლოკავდნენ“.

ბელარუსში სპაროტესტო აქციები მიმდინარეობს 9 აგვისტოს შემდეგ, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა. ხალხმრავალი დემონსტრაციების მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებიდან ლუკაშენკას წასვლას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. მილიცია და სპეცრაზმები დემონსატრანტებს აკავებენ და აქციებს სპეცსაშუალებებით შლიან. საპროტესტო გამოსვლების ძალით ჩახშობისას სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. 6 დაკარგულად ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG