Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მედიის თანახმად, ნეტანიაჰუ საიდუმლოდ შეხვდა საუდის არაბეთის კრონპრინცს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ საიდუმლოდ იმყოფებოდა საუდის არაბეთში, სადაც 22 ნოემბერს შეხვდა საუდის არაბეთის კრონპრინც მუჰამედ ბინ სალმანს და ასევე იქ ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს.

ისარელის მედია რამდენიმე ანონიმ მოხელეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნეტანიაჰუმ და ისრაელის სპეციალური სადაზვერვო სააგენტო „მოსადის“ ხელმძღვანელმა, იოსი კოგელმა, ასეთი მოლაპარაკება გამართეს წითელი ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ნეომში.


ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს და აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ ამ ინფორმაციის თაობაზე.


თუ ეს ცნობა დადასტურდა, ეს იქნება ისრაელის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი საუდის არაბეთში.

მანამდე ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინის სამეფოსთან, აშშ-ის შუამავლობით მიაღწია შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG