Accessibility links

site logo site logo

ნათია მეზვრიშვილი "განსაკუთრებულ მადლობას" უხდის გიორგი გახარიას და თანამდებობას ტოვებს


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან თავად დაწერა "ფეისბუკზე".

სამსახურიდან წასვლის აღსანიშნავ პოსტში ის მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელთან ერთადაც ის მთავრობის ადმინისტრაციაში 1 წელზე მეტია მუშაობს, მანამდე კი მისი მოადგილე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე... იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", - აცხადებს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილს თანამდებობის დატოვების მიზეზზე არ უსაუბრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG