Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშინდელთან შედარებით თბილისში კორონავირუსის 653-ით ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოს მაშტაბით კორონავირუსის გამოვლენილი საერთო მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად თბილისში გამოვლენილი მაჩვენებლების რაოდენობაც შემცირდა. ამავდროულად, დედაქალაქში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ ყველაზე მაღალია.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისში - 1 504;
  • აჭარა - 576;
  • იმერეთი - 212;
  • ქვემო ქართლი - 129;
  • შიდა ქართლი - 101;
  • გურია - 87;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189;
  • კახეთი - 116;
  • მცხეთა-მთიანეთი - 105;
  • სამცხე-ჯავახეთი - 97;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526, მათგან მძიმე პაციენტია 932, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი.

გასულ 24 საათში გამოვლენილი 3 128 შემთხვევა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 111 818 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 92 215.

ბოლო 24 საათში 39 პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 1051-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG