Accessibility links

site logo site logo

ლევან ავალიშვილი: გამოწვევები კიბერუსაფრთხოების სფეროში რეალურად ძალიან ბევრია, სტრატეგია კი არ გვაქვს


ლევან ავალიშვილი

საქართველოს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ პროგრამების დირექტორის, ლევან ავალიშვილის განმარტებით, ძირითადი პრობლემები, რომლებიც კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებობს, დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანას არ აქვს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლევან ავალიშვილმა განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარებით შექმნილი სტრატეგიის დრაფტი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ იგი დღემდე დრაფტად რჩება და რეალურად მისი მიღება ვერ მოხდა:

„პირიქით, ჩვენ რაც ვნახეთ, ამ წელს, ეს იყო რეალურად უზარმაზარი ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა გადაწყვიტა რომ მიეღო კიბერუსაფრთხოების სფეროში. კერძოდ გადაწყვეტილება იყო ასეთი მიღებული, რომ მთელი ამ სფეროს ზედამხედველობა უნდა გადასცემოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მას უნდა მიეხედა, მოდით ასე ვთქვათ ამ სფეროსთვის, მაშინ, როდესაც იმ სტრატეგიის დრაფტში, რომელიც რეალურად მომზადებული იყო, მათ შორის ევროკავშირის და სხვა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, საერთოდ სხვა რაღაცა ეწერა.

ანუ გამოდიოდა ისე, რომ სახელმწიფო აკეთებდა ერთ რაღაცას, თუმცა სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელზეც იმუშავა ამ სახელმწიფომ სხვადასხვა ექსპერტების ჩართულობით, ეწერა სულ სხვა რაღაცა. იყო საკმაოდ რთული პროცესი პარლამენტში. იმ ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა ვინც ამ სფეროში მუშაობენ, დიდი წინააღმდეგობა გავწიოთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეგვეჩერებინა ეს პროცესი იმიტომ , რომ არ შეიძლება მიიღებოდეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მთლიანად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების არქიტექტურას და არსებულ ფონს შეუთანხმებლად“, - განაცხადა ლევან ავალიშვილმა „დილის საუბრებში“.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოწვევები კიბერუსაფრთხოების სფეროში რეალურად ძალიან ბევრია და ქვეყანა ვერ მიჰყვება იმ საერთაშორისო ტრენდებსა და საფრთხეებს, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG