Accessibility links

site logo site logo

ბათუმში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 წლის ექიმი


ფოტო არქივიდან

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის უფროსი, ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 19 ნოემბერს დაუდასტურდა.

"მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ დილით გადაიყვანეს რეანიმაციაში. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და ექიმებმა გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. დღეს დილით, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", - ამბობს გია კიკაბიძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.

გარდაცვლილ ექიმს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. გარდაცვალების მიზეზი გახდა Covid-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტ. ჰიპერტენზია და გულის ქრ. უკმარისობა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 39 პირი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 051-ია.

ბოლო ერთ თვეში აჭარაში კორონავირუწით 4 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG