Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობას დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებია


საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსის პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებია. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მედიას ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, ახლა ისეთი შეზღუდვების დაწესება განიხილება, როგორიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე მოქმედებს. მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა შაბათ-კვირას მოძრაობა აიკრძალოს ან გაიზარდოს სახლში დარჩენისთვის გამოყოფილი დრო ("კომენდანტის საათი").

"ჩვენ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ისეთი, რომელიც იქნება ქმედითი, შეწყვეტს გადაცემათა ჯაჭვს და ნაკლებად დააზიანებს ბიზნესს", - თქვა მან.

მოქმედი რეგულაციებით, აკრძალულია ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე მოძრაობა. გარდა ამისა, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს, რა დროსაც მოქალაქეებს 7 ქალაქში გასვლა აკრძალული აქვთ.

გარდა ამისა, სრულად ან ნაწილობრივ არის აკრძალული რიგი ეკონომიკური საქმიანობა, შეზღუდულია ფრენები და კულტურული ღონისძიებების გამართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG