Accessibility links

site logo site logo

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთში გაემგზავრა


საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო ორ მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელს - ფინეთის ნაკრებს - დაუპირისპირდება, 30 ნოემბერს - შვეიცარიას.

საქართველოს ნაკრების ბერძენმა დამრიგებელმა მოახლოებული შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ცამეტკაციანი შემადგენლობა დაასახელა. ტრავმებისა და ეპიდსიტუაციის გამო, ნაკრებს ფინეთში ბევრი გამოცდილი კალათბურთელი დააკლდება. განაცხადში არ არიან: გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი. მათ არყოფნაში, ილიას ზუროსმა გუნდში რამდენიმე გამოუცდელ კალათბურთელს უხმო.

ქართული დელეგაცია ფინეთში უკვე გაემგზავრა და დღეიდან წინასატურნირო საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ლუკა ზაქრაძე („თსუ“, საქართველო), გივი ბაქრაძე („ვერა“, საქართველო), თად მაკფადენი („ბურგოსი“, ესპანეთი), ლუკა ბულაშვილი („დინამო“, საქართველო), მერაბ ბოქოლიშვილი („რუსთავი“, საქართველო), საბა ლობჯანიძე („თსუ“, საქართველო), გიორგი კორსანტია („კაენი“, საფრანგეთი), ალექსანდრე ფევაძე („ცხუმ-აფხაზეთი“, საქართველო), ბექა ბექაური („ბათუმი“, საქართველო), თორნიკე შენგელია („ცსკა“, რუსეთი), ილია ლონდარიძე („ქუთაისი“, საქართველო), გიორგი შერმადინი („ტენერიფე“, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე („რუე ილი“, საფრანგეთი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG