Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი გაფრთხილებით გამოდის ავღანეთისთვის საერთაშორისო დახმარების შეკვეცის საფრთხის გამო


აშრაფ ღანი
აშრაფ ღანი

იმის ფონზე, რომ სახელმწიფოთა ყურადღება გადატანილია კორონავირუსის პანდემიაზე, ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ავღანეთისთვის საერთაშორისო დახმარების ნებისმიერი შემცირება გამოიწვევს სერიოზულ დეფიციტს სახელმწიფო მომსახურების სფეროში, ეკონომიკურ საქმიანობასა და ცხოვრების დონის მხრივ. საერთაშორისო დახმარება საჭიროა არა მხოლოდ განვითარების, არამედ მშვიდობისთვისაც, თქვა ღანიმ 24 ნოემბერს ჟენევაში, სადაც დღეს მთავრდება დონორთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ათეულობით ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობს. ჟენევის კონფერენცია შერეულად იმართება, როგორც ონლაინ, ასევე უშუალო დასწრებით. კონფერენციის ფონია ყატარში თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების შეჩერება, ძალადობის ზრდა ავღანეთში და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, ჯარი შეამციროს ამ ქვეყანაში.

თალიბანთა პოლიტიკური მოგვარება ახლოსაა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია მშვიდობის ეფექტიანად შენარჩუნება ეკონომიკური პრობლემების პირობებში, თქვა ღანიმ.

შეხვედრა იმართება იმ დროს, როდესაც მოელიან, რომ ავღანეთის ეკონომიკა, მინიმუმ, 5-ნახევარი პროცენტით შემცირდება კორონავირუსის პანდემიის გამო.

ავღანეთი საფრთხის წინაშეა, რომ ნაკლები დაფინანსება მიიღოს, ვიდრე ოთხი წლის წინ. 2016 წელს ბრიუსელის კონფერენციაზე ავღანეთს 15,2 მილიარდი დოლარის დახმარება აღუთქვეს 2017-2020 წლებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG