Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი დღეს გვიან ღამით კონტროლს აღადგენს ყარაბაღის კიდევ ერთ რაიონზე


აზერბაიჯანის სამხედრო კოლონა აღდამში შედის
აზერბაიჯანის სამხედრო კოლონა აღდამში შედის

9 ნოემბერს მიღწეული სამმხრივი შეთანხმების თანახმად, დღეს შუაღამის 00:00 საათზე იწურება ვადა, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის რაიონი, რომელზეც ბაქომ 1992 წლიდან დაკარგა კონტროლი.


მანამდე, 20 ნოემბერს, ერთობლივი აზერბაიჯანულ-რუსულ-სომხური მემორანდუმის თანახმად, აზერბაიჯანს გადაეცა სომეხ სეპარატისტთა ხელთ არსებული მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონი.


ხოლო 1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მესამე, ლაჩინის რაიონი, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც უკვე აიყვანეს კონტროლზე სამშვიდობო მისიით აღჭურვილმა რუსმა სამხედროებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG