Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საზღვაო სარდლობა უარყოფს ნაღმოსან „ჯონ მაკკეინის“ შესვლას რუსეთის ტერიტორიულ წყლებში


საესკადრო ნაღმოსანი "ჯონ მაკკეინი"
საესკადრო ნაღმოსანი "ჯონ მაკკეინი"

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მე-7 ფლოტის სარდლობამ უარყო რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცება, თითქოს ამერიკის საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ საზღვაო საზღვრის დარღვევით რუსეთის ტერიტორიული წყლებში შევიდა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკული ნაღმოსანი სამშაბათ დილით „საზღვაო საზღვრიდან 2 კილომეტრის სიღრმეში აღმოჩნდა შესული“, რუსეთის ფედერაციის კუთვნილ პეტრე დიდის ყურეში.

პასუხად რუსეთის სამხედრო ხომალდმა, „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ საერთაშორისო არხებით გააფრთხილა „ჯონ მაკკეინის“ მეთაური ასეთი მოქმედების დაუშვებლობის შესახებ, რასაც პასუხად შესაძლოა მოჰყოლოდა „სატარანო მანევრი“.

გავრცელებული ცნობით, ამ გაფრთხილების შემდეგ „ჯონ მაკკეინი“ ნეიტრალურ წყლებში შევიდა.

მე-7 ფლოტის სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ, მოსკოვის პოზიციის მიუხედავად, არ ცნობს პეტრე დიდის ყურეს რუსეთის ტერიტორიულ წყლებად, არამედ მიიჩნევს საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობით აღიარებულ საერთაშორისო წყლების ნაწილად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG