Accessibility links

logo-print logo-print

ნატოს ყოფილ მაღალჩინოსანს საქართველოსა და უკრაინის ასოცირებული წევრობის იდეა აქვს


ამერიკელი დიპლომატი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებისთვის ახალი სტატუსი უნდა შეიქმნას.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ვერშბოუმ განაცხადა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.

ალექსანდრ ვერშბოუ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე იყო 2012-2016 წლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG