Accessibility links

site logo site logo

ისევ შემცირდა თბილისში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა


ბოლო ორი დღეა თბილისში იკლებს კორონავირუსით ინფიცირებული პირებია გამოვლენის მაჩვენებელი. საერთო ჯამში, კლების მაჩვენებელი შეინიშნება საქართველოში გამოვლენილ მაჩვენებლებშიც.

ბოლო 3 დღის განმავლობაში საქართველოსა და თბილისში გამოვლენილი შემთხვევები:

  • 23 ნოემბერი: საქართველო - 3 958; თბილისი - 2 157;
  • 24 ნოემბერი: საქართველო 3 128; თბილისი - 1 504;
  • 25 ნოემბერი: საქართველო 3 071; თბილისი - 1 314.

დღეს რეგიონებში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა:

  • აჭარა - 523;
  • იმერეთი - 264;
  • ქვემო ქართლი - 104;
  • შიდა ქართლი - 44;
  • გურია - 106;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 232;
  • კახეთი - 214;
  • მცხეთა-მთიანეთი - 165;
  • სამცხე-ჯავახეთი - 84;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. ქვეყანაში მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 3 071 შემთხვევა ბოლო ათი დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 114 889 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 366-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 95 581.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 085-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG