Accessibility links

logo-print logo-print

აფხაზეთში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 116 ადამიანის დაინფიცირება დაადასტურა. ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. COVID-19-ით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა.

აპრილის შემდეგ აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 5558 შემთხვევა. მათგან 3630 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 73 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 240 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG