Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ძალები მეორე პროვინციაში შევიდნენ, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში


 აზერბაიჯანის სამხედრო ავტომანქანები ქელბაჯარის გზაზე, 25 ნოემბერი, 2020 წელი.
აზერბაიჯანის სამხედრო ავტომანქანები ქელბაჯარის გზაზე, 25 ნოემბერი, 2020 წელი.

აზერბაიჯანის ძალები შევიდნენ მეორე პროვინციაში იმ სამიდან, რომლებიც მათ სომხეთმა დაუბრუნა, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების თანახმად.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 25 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ ქელბაჯარში, როგორც ამას ითვალისწინებდა მიმდინარე თვეში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება. თავდაპირველი პირობებით, ქელბაჯარის აზერბაიჯანისთვის გადაცემა 15 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა აზერბაიჯანმა ეს დღე ჰუმანიტარული მოსაზრებებით გადადო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასრულდა საინჟინრო სამუშაოები სამხედრო დანაყოფების გადაადგილების უზრუნველსაყოფად და გზების ნაღმებისგან გასაწმენდად. სამინისტრომ გაავრცელა ფოტომასალა, რომელზეც ასახულია როგორ ეძებენ ჯარისკაცები ნაღმებს დათოვლილ გზებზე.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, სომხეთი დათანხმდა ყარაბაღის გარშემო სამი პროვინციის, აღდამის, ქელბაჯარის და ლაჩინის გადაცემას. აღდამი აზერბაიჯანის ძალებს 20 ნოემბერს გადაეცა, ლაჩინის გადაცემა კი 1 დეკემბერსაა დანიშნული.

რუსეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორ სხვადასხვა სატელეფონო საუბარში განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან - იუწყებოდა კრემლი 24 ნოემბერს. საუბრების დროს ასევე განხილულ იქნა ჰუმანიტარული დახმარების და ეკონომიკური საკითხები, - ამბობს კრემლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG