Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდსასტუმროში პაციენტმა მედდას ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა


​ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც კოვიდსასტუმროდ არის გადაკეთებული, კოვიდინფიცირებულმა მედდას დაზიანებები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, პაციენტმა თერმომეტრი გამოიყენა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მედდის დაზიანების შემდეგ კოვიდინფიცირებულმა თვითდაზიანებები მიიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დგება.

შსს-ში აცხადებენ, რომ მედპერსონალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხზე გამოძიება გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG