Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი


კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისივე თქმით, საბჭო აკვირდება ინფიცირების მაჩვენებლის ტენდენციებს და ამის მიხედვით გაამკაცრებენ ან უფრო შეამსუბუქებენ შეზღუდვებს.

შეზღუდვებზე ისაუბრა გუშინ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც. მისი თქმით, ახლა ისეთი შეზღუდვების დაწესება განიხილება, როგორიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე მოქმედებს. მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა შაბათ-კვირას მოძრაობა აიკრძალოს ან გაიზარდოს სახლში დარჩენისთვის გამოყოფილი დრო ("კომენდანტის საათი").

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში არაერთი შეზღუდვა მოქმედებს. მათ შორის აკრძალულია ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე ყოფნა, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე კი 7 ქალაქში ქუჩაში გასვლა აკრძალულია. უკვე რამდენიმე თვეა გაჩერებულია რიგი ეკონომიკური საქმიანობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG