Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა - გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ დადასტურებულა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში რეინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა და საქართველოში იმავე ფაქტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტით არ დადასტურდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 114 889 შემთხვევა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. ქვეყანაში მძიმე პაციენტია 886, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG