Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: გარკვეულად ჩვენ პიკში შევედით


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 3000-4000-ის ფარგლებში მერყეობს. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით უკვე პიკში შევედით:

„ჩვენ პიკში შევედით და ეს პიკი გაგრძელდება და აღმასვლა გაგრძელდება, თუ ჩვენ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები. ანუ რაც არის მიღებული, უფრო ის არ გავაფართოვეთ და უფრო არ გავამკაცრეთ. ამასვე გვეუბნება ეს მოდელირების სქემები, რასაც ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი გვაძლევს და რეკომენდაციებს, თუ რა ტიპის რა ხანგრძლივობის გამკაცრებული მექანიზმები უნდა იქნას შემოღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, გამკაცრებული შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას ხვალ, 26 ნოემბერს ეცნობება.

შეზღუდვებზე ისაუბრა გუშინ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც.

მისი თქმით, ახლა ისეთი შეზღუდვების დაწესება განიხილება, როგორიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე მოქმედებს. მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა შაბათ-კვირას მოძრაობა აიკრძალოს ან გაიზარდოს სახლში დარჩენისთვის გამოყოფილი დრო ("კომენდანტის საათი").

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში არაერთი შეზღუდვა მოქმედებს. მათ შორის აკრძალულია ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე ყოფნა, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე კი 7 ქალაქში ქუჩაში გასვლა აკრძალულია. უკვე რამდენიმე თვეა გაჩერებულია რიგი ეკონომიკური საქმიანობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG