Accessibility links

site logo site logo

ტრამპმა თავის მრჩევლებს ამცნო, რომ აპირებს უშიშროების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის შეწყალებას


მაიკლ ფლინი

ამერიკის მედიის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გეგმავს, შეიწყალოს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი.

ფლინი 2017 წელს ცნეს დამნაშავედ რუსებთან თავისი კონტაქტის თაობაზე გამოძიების ფედერალური ბიუროს მოტყუების გამო.

ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ აპირებს ფლინის გვარი შეიტანოს იმ პირების სიაში, რომლების შეწყალების განცხადებას გააკეთებს პრეზიდენტობის ბოლო დღეს. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელეს Axios-მა და New York Times-მა დაუდგენელ წყაროზე დაყრდნობით.

ფლინის საიდუმლო საუბარი რუსეთის ელჩთან აშშ-ში 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების საქმის საფუძველი იყო.

ფლინმა ორჯერ აღიარა ბრალდება, რომ იცრუა გამოძიების ბიუროს წინაშე 2016 და 2017 წლებში რუსეთის ელჩთან შეხვედრების თაობაზე. მაგრამ ის შეეცადა უკან წაეღო აღიარება, რადგან განაცხადა, რომ პროკურორებმა დაარღვიეს მისი უფლება, როცა დაიყოლიეს აღიარებაზე.

იუსტიციის სამინისტრომ მოულოდნელად ფლინის წინააღმდეგ საქმე უკან წაიღო და განაცხადა, რომ მის აღიარებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

მაგრამ ფედერალურმა მოსამართლემ, რომელსაც მიჰყავდა ფლინის საქმე, საქმის განხილვის გაგრძელება მოითხოვა. ტრამპის მიერ შეწყალების შემდეგ საქმეს სასამართლოდან გაიტანენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG