Accessibility links

logo-print logo-print

შოტლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქალთა ჰიგიენის საშუალებები უფასო გახადა


მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა შოტლანდია, რომელმაც დაამტკიცა კანონი ქალთა უფლების შესახებ, უფასოდ მიიღონ ჰიგიენის საშუალებები, ტამპონები და საფენები.

გაერთიანებული სამეფოს ამ ნაწილის, შოტლანდიის, პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც ლეიბორისტების წარმომადგენლებმა შეიტანეს. კანონი მიიღეს სიღარიბის დაძლევის მიზნით.

შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა ტვიტერით სიამაყე გამოხატა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა პირველია, რომელმაც მიიღო კანონი, „რომელიც ხელმისაწვდომს გახდის ჰიგიენის საშუალებებს ყველასთვის, ვისაც ის ჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისა და გოგონებისთვის", დაწერა ტვიტერით სტერჯენმა.

სულ მალე კანონმდებლებმა უნდა შეიმუშაონ საერთო სახელმწიფო სისტემა, რომელიც ქალებს ჰიგიენის საშუალებებზე წვდომის გარანტიას მისცემს. უფასო ტამპონები და საფენები გაიცემა აფთიაქებში, კლუბებში, სპორტულ ცენტრებში.

ამ კანონის გატარება შოტლანდიას 32 მილიონი დოლარი დაუჯდება და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG