Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის საოკუპაციო-სამხედრო ბაზას ახალი მეთაური ჰყავს


ქალაქი ცხინვალი.
ქალაქი ცხინვალი.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას ახალი მეთაური ჰყავს. რომან ვიაზოვსკი დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს უკვე წარუდგინეს. ამის შესახებ ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება.

ბიბილოვი შეხვდა რუსეთის 58-ე არმიის მეთაურს, გენერალ-მაიორ მიხაილ ზუსკოს, რომელმაც მეოთხე სამხედრო ბაზის ახალი მეთაური წარუდგინა. ბიბილოვმა ვიაზოვსკის დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის და „სამხრეთ ოსეთის“ სამხედროების თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მე-4 ბაზაზე, „რესპუბლიკის“ ბევრი მოქალაქე მსახურობს, რომლებიც ამავე დროს რუსეთის მოქალაქეები არიან. დე ფაქტო პრეზიდენტმა მიხაილ ზუსკოსაც მიულოცა ამასწინათ 58-ე არმიის ხელმძღვანელად დანიშვნა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა. მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა და 7 აგვისტოს მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდა. 12 წელია ეს შეთანხმება არ სრულდება და საოკუპაციო ბაზა ცხინვალშია განთავსებული. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 20-ზე მეტი სამხედრო ქალაქი აქვთ მოწყობილი, რომლებიც ქართულ სოფლებს ესაზღვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG