Accessibility links

site logo site logo

პელე: იმედი მაქვს, ერთ დღეს ზეცაში ერთად შევძლებთ ფეხბურთის თამაშს


მარადონა და პელე

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე საკუთარ ტვიტერის გვერდზე ეხმაურება დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას:

"მე დავკარგე დიდი მეგობარი, სამყარომ კი - ლეგენდა. იმედი მაქვს, ერთ დღეს ზეცაში ერთად შევძლებთ ფეხბურთის თამაშს" - დაწერა პელემ ტვიტერზე.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, არგენტინელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარული ფეხბურთელი გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG