Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება სამუშაო ვერსია 28 ნოემბრიდან შეზღუდვების გამკაცრების შესახებ


საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება 28 ნოემბრიდან. ვრცელდება სამუშაო დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია, სავარაუდოდ, რა ზომების მიღებას აპირებს მთავრობა. ის რამდენიმე ეტაპად იყოფა და თავდაპირველად დაგეგმილია შედარებით მკაცრი ზომების მიღება.

მობილობის შემცირების სცენარის მიხედვით, შეზღუდვები შეეხება მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; გატანის სერვისზე გადავლენ რესტორნები; საჯარო სექტორი დისტანციურად იმუშავებს; გადაადგილება შეიზღუდება 21:00 საათიდან.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ზომები შემსუბუქდება.

შეზღუდვების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება და დეტალური (ზუსტი) ინფორმაცია 26 ნოემბერს გამოცხადდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3071 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG