Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნები ახალ შეზღუდვებს აწესებენ, ან უკვე არსებულს ახანგრძლივებენ


კორონავირუსის ეპიდემიის გამო, დღეიდან, 26 ნოემბრიდან ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ გამოცხადდა ლუქსემბურგში. 15 დეკემბრამდე დაიკეტა რესტორნები, ბარები და კულტურული და გასართობი დაწესებულებები. აიკრძალა სტუმრად ორზე მეტი ადამიანის მიწვევა. ამასთან, ორივე ერთი ოჯახის წევრი უნდა იყოს.

21 დეკემბრამდე ნაწილობრივი „ლოკდაუნი" გამოაცხადა ბულგარეთმაც. იკეტება არა მხოლოდ ღამის კლუბები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები და მუზეუმები, არამედ უნივერსიტეტები, სკოლები და საბავშვო ბაღებიც.

ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ 17 დეკემბრამდე გააგრძელა ლიეტუვამ, სადაც დაკეტილია რესტორნები და კულტურული, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. აკრძალულია მასობრივი თავშეყრა.

ნოემბრის დასაწყისიდან გამოცხადებული „რბილი ლოკდაუნი“ გაამკაცრა გერმანიის მთავრობამ და სულ მცირე 20 დეკემბრამდე აკრძალა ერთად ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება. გერმანიაში ისევ დახურულია რესტორნები, ბარები და გასართობი და სპორტული დაწესებულებები. დეკემბრიდან ახალი შეზღუდვა ექნებათ მაღაზიებს და ყოველ 25 კვადრატულ მეტრზე ერთი მყიდველის მიღებას შეძლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG