Accessibility links

logo-print logo-print

გუშინდელთან შედარებით იმერეთში ინფიცირების მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა


ბოლო 24 საათში წინა დღის ამავე პერიოდთან შედარებით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა. რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში დაწყებული ტენდენცია არ გაგრძელდა.

ბოლო 4 დღის მაჩვენებელი იმერეთში:

  • 23 ნოემბერი - 537;
  • 24 ნოემბერი - 212;
  • 25 ნოემბერი - 264;
  • 26 ნოემბერი - 793.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3801 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 730-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 118 690 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3200-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 98 781.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 124-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG