Accessibility links

logo-print logo-print

საქართველო შეუერთდა გერმანიის პარლამენტზე კიბერთავდასხმისთვის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს


საქართველო შეუერთდა გერმანიის პარლამენტზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეპ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეუერთდნენ წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნები: ისლანდია და ნორვეგია და ასევე, უკრაინა და საქართველო.

ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას. ევროპის კავშირი ამ ვალდებულებას მიესალმება.

გერმანიის პარლამენტზე 2015 წელს განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო, 2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირმა სავიზო და საბანკო სანქციები დაუწესა რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსს, იგორ კოსტიუკოვს, ამავე უწყების ოფიცერს, დმიტრი ბადინს და სამმართველოს ერთ-ერთ სამსახურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG